კოლეჯი ,,ჰორიზონტის" დირექტორის მოადგილე საერთაშორისო ვიზიტით გერმანიაში
კოლეჯი „ჰორიზონტის“ დირექტორის მოადგილე, ნანა ფაჩუაშვილი, ამჟამად იმყოფება გერმანიაში საერთაშორისო ვიზიტით, რომლის მიზანია პროფესიულ განათლებაში არსებული სიახლეების გაცნობა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება.
🔹 ვიზიტის ფარგლებში იგეგმება:
- შეხვედრები განათლების სექტორის წარმომადგენლებთან;
- პრაქტიკული სწავლების საუკეთესო მაგალითების გაცნობა;
- ახალი შესაძლებლობების მოძიება ჩვენი პროფესიული სტუდენტებისთვის.
ეს გამოცდილება მნიშვნელოვანი იქნება კოლეჯისთვის, რათა გავაძლიეროთ საგანმანათლებლო პროცესები და შევთავაზოთ სტუდენტებს ინოვაციური და თანამედროვე საგანმანათლებლო გარემო.







EVS მოხალისე კოლეჯ „ჰორიზონტში“!