კოლეჯი „ჰორიზონტი“ განახლებული მისია, ხედვა და ღირებულებებით!

მისია
ა(ა)იპ კოლეჯი „ჰორიზონტის“, როგორც გურიის რეგიონში ერთადერთი მრავალპროფილური პროფესიულ საგანმათლებლო დაწესებულების, მისიაა, თანამედროვე ინოვაციური სწავლების მეთოდების დანერგვით, მაღალკვალიფიციური პერსონალის და შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით, პროფესიისთვის აუცილებელი ცოდნის მიღებით და პრაქტიკული უნარჩვევების გამომუშავების გზით უზრუნველყოს კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური სპეციალისტების მომზადება, რაც თითოეულ პროფესიულ სტუდენტს / მსმენელს მისცემს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის, კარიერული წინსვლის და დასაქმების საშუალებას, უზრუნველყოფს მათ პროფესიულ თვითრეალიზაციას და საზოგადოებაში დამკვიდრებას. რაც გურიის რეგიონის და ზოგადად ქვეყნის ეკონომიკური განვითარების წინაპირობაა