წარმატებული კურსდამთავრებულები

Luksona      გაიცანით ლუკა- კოლეჯი ,,ჰორიზონტის“ პროფესიული პროგრამის ,, კულინარიის             ხელოვნება“ წარმატებული სტუდენტი
  ლუკა სწავლის დაწყებისთანავე გამოირჩეოდა ცოდნისა და საჭირო პროფესიული       უნარების დაუფლების წყურვილით. თავისი კრეატიულობითა და სიზუსტით  ყოველთვის მისასბაძი სტუდენტი იყო და განსაკუთრებული კულინარიული ნიჭით შთაბეჭდილებას ახდენდა როგორც თანატოლებზე, ასევე პროფესიული განათლების პედაგოგებზე . სულ ცოტა ხნის წინ ლუკამ წარმატებით იასპარეზა პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ ორგნიზებულ კულინარულ კონკურსში და დაამტკიცა, რომ ,,ჰორიზონტის“ პროფესიული სტუდენტები მზად არიან არა მარტო მიიღონ, არამედ ღირსეულადაც გაუმკლავდნენ მნიშვნელოვან გამოწვევბს.
 ჰორიზონტში სწავლის პარალელურად, ლუკამ ოჯახური ბიზნესიც წამოიწო, რომლის მართვაში მას ძმა ეხმარება. სუში ბარი ,,NOMAE”, რომელიც ზღვისპირა კურორტ ურეკში მდებარეობს, ახლახან გაიხსნა. გემრიელი კერძების, კომფორტული გარემოსა და ხელმისაწვდომი ფასების წყალობით კაფე სწრაფად გახდა ადგილობრივების (და არამარტო) ფავორიტი ადგილი. ,,NOMAE”-ს წარმატება ლუკას გამოცდილებამაც განაპირობა. იგი საკმაოდ დიდი ხანია სუშის მიმართულებით მუშაობს, შვიდელიანი გამოცდილება აქვს და უმაღლეს დონეზე ფლობს სუშის მომზადების ტექნიკას 
ლუკას ისტორია იმის დასტურია, თუ რისი მიღწევაა შესაძლებელი შრომისმოყვარეობით, მიზანდასახულობითა და სწორი განათლებით. გვიხარია, რომ მის წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი ,,ჰორიზონტსაც“ მიუძღვის.
წარმატებას ვუსურვებთ ლუკას კულინარიულ კარიერაში! 
 

luka bendeliani

კოლეჯი „ჰორიზონტი“ ახალი წარმატებით ამაყობს – ჩვენი კულინარიული ხელოვნების სტუდენტი, ლუკა ბენდელიანი, გახდა პირველი    სტუდენტი, რომელმაც ერასმუს მობილობის პროგრამაში მიიღო მონაწილეობა.

ლუკამ უნგრეთში, სასტუმრო რედისონში,  გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სამი თვე გაატარა. მან გაიღრმავა კულინარიული უნარები, იმუშავა საერთაშორისო გარემოში და გაიზიარა ევროპული გამოცდილება.

ერასმუსის გაცვლითი პროგრამა პროფესიული განათლების სტუდენტებისთვის უნიკალური შესაძლებლობაა ახალი ცოდნისა და უნარების შესაძენად. კოლეჯი „ჰორიზონტი“ აქტიურად აგრძელებს საერთაშორისო პარტნიორობებს, რათა ჩვენს სტუდენტებს მსგავსი გამოცდილება კიდევ უფრო მეტად მიეცეთ.

გილოცავთ, ლუკა! ვამაყობთ შენი მიღწევით და წარმატებებს გისურვებთ პროფესიულ გზაზე!

aleკოლეჯი ,, ჰორიზონტის" პროფესიული განათლების სტუდენტი, ალექსანდრე ფირცხალაიშვილი, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ ორგანიზებული კონკურსის ფინალისტია ნომინაციაში ,,წლის საუკეთესო პროფესიული სტუდენტი"
2024 წლის 27-28 ნოემბერს პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს ნახევარფინალი გაიმართა და დამოუკიდებელმა ჟიურიმ ჯილდოს წლევანდელი ფინალისტები გამოავლინა.
პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსზე წელს სხვადასხვა კატეგორიაში 80-მდე განაცხადია წარმოდგენილი. დარგის ექსპერტებისგან შემდგარმა დამოუკიდებელმა ჟიურიმ შემოსული განაცხადები შეაფასა და ნახევარფინალისტები შეარჩია, ხოლო 27-28 ნოემბერს შეხვედრა და გასაუბრება გამართა ფინალისტების გამოსავლენად.
პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს ყოველწლიური კონკურსი 2017 წლიდან იმართება და მისი მიზანია პროფესიული განათლების, როგორც ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების მნიშვნელოვანი კომპონენტის, განვითარება და პოპულარიზაცია.
ჯილდოს ორგანიზატორია ათასწლეულის ფონდი, გენერალური სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი. კონკურსის მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო.
ჯილდოს მხარდამჭერები არიან საქართველოს პარლამენტი, პროფესიული უნარების სააგენტო, საქართველოში ისრაელის საელჩო და საქართველოს ბიზნეს ასოციაცია.
პროფესიული განათლების 2024 წლის დაჯილდოების ცერემონია 2025 წლის დასაწყისში გაიმართება, სადაც წლევანდელი გამარჯვებულები გამოვლინდებიან.
,,ჰორიზონტის" გუნდი წარმატებას უსურვებს ალექსანდრეს . ჩვენ უკვე ვამაყობთ მისი მიღწევებით. 

 

გვიპოვეთ რუკაზე

დაგვიკავშირდით

მისამართი:

  • ოზურგეთი, რუსთაველის #8, 577 16 22 88
  • ლანჩხუთი, ჟორდანიას #75, 555 24 75 50
  • ჩოხატაური, სოფ. გორაბერეჟოული 599 10 85 29

E-Mail: info@horizonti.ge