აირჩიე პროფესია, შეიქმენი მომავალი
კოლეჯი "ჰორიზონტი"
ოზურგეთის ლოკაცია
აირჩიე პროფესია, შეიქმენი მომავალი
ჩოხატაურის ლოკაცია
კოლეჯი "ჰორიზონტი"
ჩოხატაურის სასწავლო ფართი
ლანჩხუთის ლოკაცია
კოლეჯი "ჰორიზონტი"
ლანჩხუთის სასწავლო ფართი

კოლეჯი ,,ჰორიზონტი" -ერთადერთი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება რეგიონში, რომელსაც სამივე მუნიციპალიტეტში აქვს ფილიალი

იხ. სტატია კოლეჯი ,,ჰორიზონტი"-ს შესახებ ჟურნალ ,,ახალ განათლება"-ში 

https://akhaliganatleba.ge/https-akhaliganatleba-ge-wp-admin-post-phppost39537actionedit/

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ვიზიტი კოლეჯ ,,ჰორიზონტში"

minგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე გურიის რეგიონში, ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში პროფესიულ კოლეჯ „ჰორიზონტის“ ფილიალებს ეწვია.
მინისტრმა საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო და თანამშრომლებს შეხვდა.
გივი მიქანაძემ კოლეჯის წარმომადგენლებთან პროფესიული განათლების პრიორიტეტულობაზე, ამ მიმართულებით განსახორციელებელ ინიციატივებზე ისაუბრა და მათგან არსებული გამოწვევების შესახებ მიიღო ინფორმაცია.
კოლეჯი „ჰორიზონტი“ გურიის რეგიონში ერთადერთი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც წარმატებით ოპერირებს ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში და ერთდროულად 1500-მდე პროფესიულ სტუდენტს ემსახურება.

საახალწლო არდადეგების შესახებ

Happy New Year and Merry Christmas Design with Red Car Flyerკოლეჯში საახალწლო არდადეგები ცხადდება
2025 წლის 29 დეკემბრიდან 2026 წლის 12 იანვრის ჩათვლით.

 კოლეჯი გილოცავთ დამდეგ შობასა და ახალ წელს!
გისურვებთ მშვიდობას, სიხარულს, ჯანმრთელობას და წარმატებით სავსე ახალ წელს.
შევხვდეთ განახლებული ენერგიით 2026 წელს! 

 
 

ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები კოლეჯ ,,ჰორიზონტში"

კოლეჯ „ჰორიზონტში“ წარმატებით განხორციელდა პროექტის – „სოციალური მეწარმეობის უნარების გაძლიერება პროფესიულ სასწავლებლებში“ ფარგლებში დაგეგმილი აქტივობა.
 პროექტს ახორციელებს ეკონომიკური განვითარების და მხარდაჭერის ცენტრი (EDEC) ChildFund Deutschland-თან პარტნიორობით, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.
 აქტივობის ფარგლებში კოლეჯის პროფესიულმა სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს ინტერაქტიულ სამაგიდო თამაშში „ბიზნეს სვლა“, რომელიც სოციალური მეწარმეობის ძირითადი პრინციპების გაცნობას, კრიტიკული აზროვნების განვითარებასა და გუნდური მუშაობის წახალისებას ისახავდა მიზნად.
თამაშის პროცესში პროფესიულმა სტუდენტებმა პრაქტიკული მაგალითების საშუალებით გაიაზრეს, თუ როგორ შეიძლება ბიზნეს იდეებმა სოციალური პრობლემების გადაჭრას შეუწყოს ხელი.
 აქტივობა გაიმართა კოლეჯის საკონფერენციო დარბაზში და მასში მონაწილეობდნენ კოლეჯი „ჰორიზონტის“ პროფესიული სტუდენტები.
tu

გვიპოვეთ რუკაზე

დაგვიკავშირდით

მისამართი:

  • ოზურგეთი, რუსთაველის #8, 577 16 22 88
  • ლანჩხუთი, ჟორდანიას #75, 555 24 75 50
  • ჩოხატაური, სოფ. გორაბერეჟოული 599 10 85 29

E-Mail: info@horizonti.ge