კოლეჯ „ჰორიზონტის“პროფესიული განათლების მასწავლებელი, ანა ძიძიგური, პროფესიული განვითარების მიზნით იტალიასა და საფრანგეთში მიემგზავრება
ჩვენი კოლეჯის პროფესიული განათლების მასწავლებელი და კულინარიის ხელოვნების პროფესიული პროგრამის ხელმძღვანელი, ანა ძიძიგური, პროფესიული განვითარების მიზნით იტალიასა და საფრანგეთში მიემგზავრება.
საერთაშორისო განვითარების ვიზიტების ფარგლებში, იგი ეწვევა მსოფლიოში წამყვან კულინარიულ აკადემიებს:
-
იტალიაში (ქ. კოლორონო): ALMA – The School of Italian Culinary Arts — ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კულინარიული სკოლა მსოფლიოში;
-
საფრანგეთში (ქ. პარიზი): École Ducasse — კულინარიული ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი.
ეს მნიშვნელოვანი ვიზიტი ხელს შეუწყობს თანამედროვე საერთაშორისო გამოცდილების, ინოვაციური სწავლების მეთოდებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას. მიღებული ცოდნა კიდევ უფრო გააძლიერებს კოლეჯ „ჰორიზონტის“ საგანმანათლებლო ხარისხს და ჩვენი პროფესიული სტუდენტებისთვის ახალ შესაძლებლობებს შექმნის.
გულითადად ვულოცავთ ანას ამ მნიშვნელოვან პროფესიულ ნაბიჯს! ვუსურვებთ მას წარმატებულ ვიზიტს, საინტერესო შეხვედრებსა და ნაყოფიერ გამოცდილებას, რომელიც ჩვენი კოლეჯისა და სტუდენტების წარმატების წინაპირობა გახდება.






