კოლეჯ „ჰორიზონტში“ წარმატებით განხორციელდა პროექტის – „სოციალური მეწარმეობის უნარების გაძლიერება პროფესიულ სასწავლებლებში“ ფარგლებში დაგეგმილი აქტივობა.
პ
როექტს ახორციელებს ეკონომიკური განვითარების და მხარდაჭერის ცენტრი (EDEC) ChildFund Deutschland-თან პარტნიორობით, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.
აქტივობის ფარგლებში კოლეჯის პროფესიულმა სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს ინტერაქტიულ სამაგიდო თამაშში „ბიზნეს სვლა“, რომელიც სოციალური მეწარმეობის ძირითადი პრინციპების გაცნობას, კრიტიკული აზროვნების განვითარებასა და გუნდური მუშაობის წახალისებას ისახავდა მიზნად.
თამაშის პროცესში პროფესიულმა სტუდენტებმა პრაქტიკული მაგალითების საშუალებით გაიაზრეს, თუ როგორ შეიძლება ბიზნეს იდეებმა სოციალური პრობლემების გადაჭრას შეუწყოს ხელი.
აქტივობა გაიმართა კოლეჯის საკონფერენციო დარბაზში და მასში მონაწილეობდნენ კოლეჯი „ჰორიზონტის“ პროფესიული სტუდენტები.