აირჩიე პროფესია, შეიქმენი მომავალი
კოლეჯი "ჰორიზონტი"
ოზურგეთის ლოკაცია
აირჩიე პროფესია, შეიქმენი მომავალი
ჩოხატაურის ლოკაცია
კოლეჯი "ჰორიზონტი"
ჩოხატაურის სასწავლო ფართი
ლანჩხუთის ლოკაცია
კოლეჯი "ჰორიზონტი"
ლანჩხუთის სასწავლო ფართი

მოკლევადიანი პროგრამა ,,კერძების მომზადება სხვადასხვა ტექნოლოგიური მეთოდით" დასრულდა

moklevadinaკოლეჯი ,,ჰორიზონტის” მოკლევადიანი პროგრამის ,,კერძების მომზადება სხვადასხვა ტექნოლოგიური მეთოდით“ მსმენელებმა, დღეს წარმატებით ჩააბარეს საბოლოო გამოცდა! 
 მათ მოამზადეს უგემრიელესი აპეტაიზერები, ძირითადი კერძები, დესერტები , ცომეული და ამ პროცესში საკუთარი კრეატიულობა და კულინარიული ცოდნა სრულად გამოავლინეს. 
  ვიდეოში თავად მსმენელები გვიზიარებენ პროგრამის ფარგლებში მიღებულ გამოცდილებას, ხოლო კადრებში მათ შრომას და შემოქმედებას იხილავთ.
 ცოდნა, გამოცდილება, სრულყოფილი შედეგი – ამ ყველაფერის მიღწევა მოკლევადიანი პროგრამების ფარგლებში სწორედ ,,ჰორიზონტშია” შესაძლებელი.
 თუკი გაინტერესებს კულინარია, მოგწონს გემრიელი კერძების მომზადება აუცილებლად შემოგვიერთდი!

სასწავლო პროცესის შეჩერების შესახებ

 ამინდის მკვეთრი გაუარესების გამო, დღეს, 24 თებერვალს, კოლეჯ ,,ჰორიზონტში”, სამივე ლოკაციაზე ,  სასწავლო პროცესი არ განხორციელდება. განახლებულ ინფორმაციას მოგაწვდით ეტაპობრივად.  
 ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას ! 

კოლეჯი "ჰორიზონტი" მალე წარმოგიდგენთ განახლებულ ვებგვერდს!

  mariam girkleდღეს კოლეჯში გაიმართა ონლაინ შეხვედრა, რომელშიც პროფესიული განათლების მასწავლებლები დისტანციურად და     ადმინისტრაციის წევრები ადგილზე მონაწილეობდნენ. შეხვედრის მიზანი იყო ვებგვერდის განახლების პროცესის განხილვა და მის ფუნქციონალურობაზე შეჯერება.

  ვებგვერდის უმეტესი ნაწილი უკვე დასრულებულია და მალე გახდება სრულად ხელმისაწვდომი ყველასთვის. განახლებული პლატფორმა დაეხმარება პროფესიულ სტუდენტებს, მასწავლებლებსა და დაინტერესებულ პირებს მიიღონ სრულყოფილი ინფორმაცია კოლეჯის პროგრამებისა და სიახლეების შესახებ.

 ერთად ვქმნით უფრო თანამედროვე, ინოვაციურ და მომხმარებელზე ორიენტირებულ სასწავლო გარემოს!

ვაკანსია კოლეჯ ,,ჰორიზონტში"

კოლეჯი ,,ჰორიზონტი" აცხადებს ვაკანის ,,ინკლუზიური განათლების სპეციალისტის" პოზიციაზე 

სამუშაო ადგილი- ა(ა)იპ  კოლეჯის ,,ჰორიზონტი'' ძირითადი სასაწავლო ფართი ქ.ოზურგეთი რუსთველის ქუჩა N8 ,ასევე კოლეჯის ლანჩხუთისა და გორაბერეჟოულის სასწავლო ფართები.

 შრომის ანაზღაურება:  1.000 (ათასი)ლარი

განცხადების მიღების ბოლო  ვადა:   24.02.2025

დოკუმენტაციის გადარჩევა :  25.02.2025

საკონტაქტო ტელეფონი:

599 24 44 55  საკონტაქტო პირი: თეა  სურგულაძე

ელ.ფოსტა:  This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

ფუნქცია მოვალეობები:

1. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების/შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე პირების ინფორმირება და მოზიდვა- (საქმიანობას ახორციელებს სასწავლო პროცესის
ასისტენტთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და დირექტორის მოადგილესთან ერთად.
● სსსმ და/ან შშმ პირთა და მათი კანონიერი წარმომადგენლების ინფორმირება
პროფესიული განათლების შესახებ;
● სსსმ და/ან შშმ პირთა და მათი კანონიერი წარმომადგენლების კონსულტირება
პროფესიული განათლების სისტემაში ჩართვისთვის საჭირო პროცედურების
თაობაზე;
● სსსმ და/ან შშმ პირთა პროფესიულ განათლებაში მოზიდვის მიზნით,
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებთან და სხვა ინსტიტუციებთან
თანამშრომლობა.

გვიპოვეთ რუკაზე

დაგვიკავშირდით

მისამართი:

  • ოზურგეთი, რუსთაველის #8, 577 16 22 88
  • ლანჩხუთი, ჟორდანიას #75, 555 24 75 50
  • ჩოხატაური, სოფ. გორაბერეჟოული 599 10 85 29

E-Mail: info@horizonti.ge