აირჩიე პროფესია-შეიქმენი მომავალი!
კოლეჯი „ჰორიზონტი“ წარმატებული პროფესიული მომავლის დასაწყისია. ჩვენ გვწამს, რომ განათლება არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ თეორიული ცოდნით — ის უნდა ემსახურებოდეს რეალურ შესაძლებლობებს, განვითარებასა და დასაქმებას.
„ჰორიზონტში“ კარიერა იწყება სწავლის პერიოდიდან.
ჩვენი პროფესიული სტუდენტები ეუფლებიან პრაქტიკულ უნარებს, იძენენ სამუშაო გამოცდილებას პარტნიორ ორგანიზაციებში და გადიან სტაჟირებებს მათ სფეროში მოქმედ კომპანიებთან. კოლეჯი აქტიურად თანამშრომლობს როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორთან, რათა სტუდენტებს ჰქონდეთ მაქსიმალური წვდომა თანამედროვე შრომით ბაზარზე.
რას გთავაზობთ:
🔹 პროფესიული ორიენტაცია და კარიერული კონსულტაცია
🔹 სტაჟირებები და პრაქტიკული გამოცდილება პარტნიორ კომპანიებთან
🔹 დასაქმების ხელშეწყობა დასრულების შემდეგ
🔹 ტრენინგები და მასტერკლასები დამსაქმებლებთან ერთად
🔹 სასერტიფიკატო , მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების პროგრამები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია:
–პროფესიულმა სტუდენტებმა შეძლონ ცოდნის რეალურ გარემოში გამოყენება
– თითოეულმა კურსდამთავრებულმა გაიგოს საკუთარი პროფესიული ძალა
– შემდგომი კარიერული ნაბიჯები იყოს გააზრებული, მიზნობრივი და პერსპექტიული
გაიარე გზა განათლებიდან წარმატებულ კარიერამდე — ჰორიზონტთან ერთად!