ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები კოლეჯ ,,ჰორიზონტში"
კოლეჯ „ჰორიზონტში“ წარმატებით განხორციელდა პროექტის – „სოციალური მეწარმეობის უნარების გაძლიერება პროფესიულ სასწავლებლებში“ ფარგლებში დაგეგმილი აქტივობა.
აქტივობის ფარგლებში კოლეჯის პროფესიულმა სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს ინტერაქტიულ სამაგიდო თამაშში „ბიზნეს სვლა“, რომელიც სოციალური მეწარმეობის ძირითადი პრინციპების გაცნობას, კრიტიკული აზროვნების განვითარებასა და გუნდური მუშაობის წახალისებას ისახავდა მიზნად.
თამაშის პროცესში პროფესიულმა სტუდენტებმა პრაქტიკული მაგალითების საშუალებით გაიაზრეს, თუ როგორ შეიძლება ბიზნეს იდეებმა სოციალური პრობლემების გადაჭრას შეუწყოს ხელი.
აქტივობა გაიმართა კოლეჯის საკონფერენციო დარბაზში და მასში მონაწილეობდნენ კოლეჯი „ჰორიზონტის“ პროფესიული სტუდენტები.

ნანა ჯოლია კოლეჯი ,,ჰორიზონტის" დირექტორის პოსტზე ახალი ვადით შეუდგა საქმიანობის განხორციელებას
კოლეჯ ,,ჰორიზონტის” დირექტორი, ნანა ჯოლია, ახალი ვადით შეუდგა უფლებამოსილების განხორციელებას. აღსანიშნავია, რომ მისი ხელმძღვანელობით გურიის რეგიონში პროფესიული განათლების განვითარება შეუქცევად პროცესად იქცა.
ხაზგასასმელია პროფესიული განათლების ხელმისავწდომობის ზრდა - კოლეჯ “ჰორიზნტი”-ს სასწავლო კორპუსები გაიხსნა ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში და გურია გახდა პირველი რეგიონი საქართველოში, რომელიც სრულად არის დაფარული სახელმწიფო პროფესიული განათლების ქსელით.
ნანა ჯოლიას პროფესიული განათლების სფეროში ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. გახლავთ საჯარო მმართველობის დოქტორი და არაერთი პუბლიკაციის და სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.
კულინარიული კონკურსი კოლეჯ ,,ჰორიზონტში"
კონკურსში მონაწილეობა მიიღო კოლეჯ „ჰორიზონტის“ პროფესიული სტუდენტებისგან შემდგარმა სამმა გუნდმა, თითოეულ გუნდში სამი მონაწილით. კონკურსანტებმა საკუთარი პროფესიული კომპეტენციები წარმოაჩინეს რეალურ სამუშაო გარემოში.

კოლეჯში საახალწლო არდადეგები ცხადდება
8 დეკემბერს, კოლეჯ „ჰორიზონტში“, საქართველოს შეფთა ასოციაციის ინიციატივით, კულინარიული კონკურსი გაიმართა, რომლის მიზანი იყო კულინარიული განათლების ხარისხის გაძ