ბიზნეს სიმულაციური თამაში კოლეჯი ,,ჰორიზონტის" პროფესიული სტუდენტების მონაწილეობით
10 მარტს ოზურგეთის ტექნოპარკში გაიმართა სამეწარმეო ბიზნეს-სიმულაციური როლური თამაში, რომელიც პროფესიული უნარების სააგენტოს დაფინანსებითა და კოლეჯი „განთიადის“ ორგანიზებით განხორციელდა. აქტივობაში კოლეჯ „ჰორიზონტის“ პროფესიული სტუდენტები და პროფესიული მასწავლებლები აქტიურად მონაწილეობდნენ, რადგანაც პროექტში კოლეჯი ,,ჰორიზონტიც” იყო ჩართული.





კოლეჯი ,,ჰორიზონტის” მოკლევადიანი პროგრამის ,,კერძების მომზადება სხვადასხვა ტექნოლოგიური მეთოდით“ მსმენელებმა, დღეს წარმატებით ჩააბარეს საბოლოო გამოცდა!
დღეს კოლეჯში გაიმართა ონლაინ შეხვედრა, რომელშიც პროფესიული განათლების მასწავლებლები დისტანციურად და ადმინისტრაციის წევრები ადგილზე მონაწილეობდნენ. შეხვედრის მიზანი იყო ვებგვერდის განახლების პროცესის განხილვა და მის ფუნქციონალურობაზე შეჯერება.