კოლეჯ ,,ჰორიზონტში” საგაზაფხულო რეგისტრაციები გრძელდება!
ლანჩხუთის ლოკაციაზე, საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის პროფესიული პროგრამების ფარგლებში მასტერკლასები ჩატარდა.
მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ საკუთარი ინტერესის შესაბამისად აერჩიათ მათთვის საინტერესო მიმართულება და ჩართულიყვნენ როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ აქტივობებში პროფესიული განათლების კვალიფიციურ მასწავლებლებთან ერთად.
მოსწავლეების განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ინტეგრირებული პროგრამების ფარგლებში ჩატარებულმა ცდამ, რომელიც ელექტრულ წრედსა და სინათლის სხივის გარდატეხას შეეხებოდა.
კოლეჯის გარე სივრცეში პროფესიული სტუდენტების მიერ ორგანიზებულმა პატარა კონცერტმა განსაკუთრებული ხალისი შემოიტანა ღონისძიებაში– მასში სტუმრებიც აქტიურად ჩაერთვნენ!
ღონისძიებას კოლეჯ „ჰორიზონტის“ დირექტორი ,ნანა ჯოლია , ესწრებოდა, მონაწილეობა მიიღო აქტივობებში და უპასუხა სტუმრების შეკითხვებს მიმდინარე რეგისტრაციებისა და პროფესიული პრიგრამების შესახებ.
შეგახსენებთ – რეგისტრაცია დასრულდება 20 მაისს!
იჩქარეთ, ნუ დაკარგავთ შანსს, შეიძინოთ ახალი უნარები და პროფესიული მომავალი დღესვე დაიწყოთ!
რეგისტრაცია მიმდინარეობს კოლეჯ ,,ჰორიზონტში” – ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის ლოკაციებზე.
დეტალებისთვის დაგვიკავშირდით 577 162285 ან მოგვწერეთ ფეისბუქ გვერდსა და ოფიციალურ This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.
გიზიარებთ დღებანდელი დღის ამსახველი ვიდეოს ბმულს: