Filters
10 მარტს ოზურგეთის ტექნოპარკში გაიმართა სამეწარმეო ბიზნეს-სიმულაციური როლური თამაში, რომელიც პროფესიული უნარების სააგენტოს დაფინანსებითა და კოლეჯი „განთიადის“ ორგანიზებით განხორციელდა. აქტივობაში კოლეჯ „ჰორიზონტის“ პროფესიული სტუდენტები და პროფესიული მასწავლებლები აქტიურად მონაწილეობდნენ, რადგანაც პროექტში კოლეჯი ,,ჰორიზონტიც” იყო ჩართული.
💡 რა იყო თამაშის მთავარი მიზანი?
სამეწარმეო ბიზნეს-სიმულაციური თამაში პროფესიულ სტუდენტებს საშუალებას აძლევდა, თავი მოესინჯათ ბიზნესის მართვაში, ემუშავათ გუნდურად და რეალურ პირობებში მიეღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები.
🎭მონაწილეებმა მოირგეს სხვადასხვა როლები – იყვნენ მენეჯერები, მარკეტინგისა და ფინანსების სპეციალისტები, სტრატეგიული დაგეგმვის ხელმძღვანელები და სხვა.
🔹კოლეჯი ,,ჰორიზონტის” პტოფესიულმა სტუდენტებმა საოცარი უნარები გამოავლინეს! აღსანიშნავია, მათ შესანიშნავად მოირგეს თავიანთი როლები და მთლიანად ჩაერთვნენ პროცესში. ისინი აქტიურად განიხილავდნენ ბიზნეს-სტრატეგიებს, ახდენდნენ ბაზრის ანალიზს, მუშაობდნენ გაყიდვებზე და მოგების მაქსიმიზაციაზე.

გვიპოვეთ რუკაზე

დაგვიკავშირდით

მისამართი:

  • ოზურგეთი, რუსთაველის #8, 577 16 22 88
  • ლანჩხუთი, ჟორდანიას #76, 555 24 75 50
  • ჩოხატაური, სოფ. გორაბერეჟოული 599 10 85 29

E-Mail: info@horizonti.ge