Filters
 პროფესიული განათლების საერთაშორისო კვირეულის მეორე დღე!
 VET Connect 2.0 - International Week of Vocational Partnerships სამ ძირითად მიმართულებას ეძღვნება: მშენებლობა, სამკერვალო დიზაინი და მექანიკის სფეროებს, რომლებიც უმნიშვნელოვანესია საქართველოს შრომის ბაზრისთვის.
 კვირეული წლევანდელ წელს რეკორდული მასშტაბებით ტარდება და მასში 17 ქვეყნის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება იღებს მონაწილეობას ევროპიდან და აზიიდან.
 კოლეჯი ,,ჰორიზონტი” გამოფენაზე გურული ჩაით და მასთან დაკავშირებული სამკერვალო ნაწარმით წარდგა.
სტენდზე წარმოდგენილი იყო ჩაის კულტურისა და ტექსტილის ნაზავი – ჩვენი ,,სამკერვალო წარმოების” პროგრამის სტუდენტებმა სპეციალურად შეკერეს გურული ჩაის მკრეფავი ქალების ტრადიციული ტანსაცმელი, რაც ვიზუალურად ასახავს რეგიონის უნიკალურობას და მემკვიდრეობას.
 შედეგად მივიღეთ კრეატიული და შთამბეჭდავი კომბინაცია – ჩაისა და მასთან დაკავშირებული ტექსტილის ერთობლივი პრეზენტაცია, რომელმაც სტუმრებში ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია!
 გთხოვთ გაითვალისწინოთ: კვირეულის ფარგლებში ,,ჰორიზონტში”რეგისტრაცია დღეს სრულდება!
არ გამოტოვო შესაძლებლობა, გახდე პროფესიული განათლების საერთაშორისო საზოგადოების ნაწილი!
იხილეთ ვიდეო ჩვენი ფეისბუქ გვერდიდან:

FIND US ON MAP

CONTACT US

Address:

  • Ozurgeti, Rustaveli str #8, 577 16 22 88
  • Lanchkhuti, Zhordania Street 75, 555 24 75 50
  • Chokhatauri, Village Goraberezhouli, 599 10 85 29

E-Mail: info@horizonti.ge