Filters
vizitiკოლეჯ „ჰორიზონტს“ , გორაბერეჟოულში ლოკაციაზე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ეწვია.
 გორაბერეჟოულის კამპუსში გაიმართა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების გამოფენა, სადაც სტუმრებმა პროფესიული პროგრამების სტენდები და სტუდენტების ნამუშევრები დაათვალიერეს. ღონისძიების ფარგლებში მინისტრმა მოკლევადიანი მომზადების პროგრამის ,,ხე-ტყის დამზადება” კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა.
 კოლეჯ „ჰორიზონტი“ გურიის რეგიონში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროფესიული განათლების კერაა. თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური რესურსებით აღჭურვილი კამპუსი საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს და 100-მდე სტუდენტს აძლევს შესაძლებლობას, საკუთარ მუნიციპალიტეტში დაეუფლონ მრავალფეროვან პროფესიებს.

FIND US ON MAP

CONTACT US

Address:

  • Ozurgeti, Rustaveli str #8, 577 16 22 88
  • Lanchkhuti, Zhordania Street 75, 555 24 75 50
  • Chokhatauri, Village Goraberezhouli, 599 10 85 29

E-Mail: info@horizonti.ge