Filters
minგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე გურიის რეგიონში, ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში პროფესიულ კოლეჯ „ჰორიზონტის“ ფილიალებს ეწვია.
მინისტრმა საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო და თანამშრომლებს შეხვდა.
გივი მიქანაძემ კოლეჯის წარმომადგენლებთან პროფესიული განათლების პრიორიტეტულობაზე, ამ მიმართულებით განსახორციელებელ ინიციატივებზე ისაუბრა და მათგან არსებული გამოწვევების შესახებ მიიღო ინფორმაცია.
კოლეჯი „ჰორიზონტი“ გურიის რეგიონში ერთადერთი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც წარმატებით ოპერირებს ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში და ერთდროულად 1500-მდე პროფესიულ სტუდენტს ემსახურება.

FIND US ON MAP

CONTACT US

Address:

  • Ozurgeti, Rustaveli str #8, 577 16 22 88
  • Lanchkhuti, Zhordania Street 75, 555 24 75 50
  • Chokhatauri, Village Goraberezhouli, 599 10 85 29

E-Mail: info@horizonti.ge