აირჩიე პროფესია, შეიქმენი მომავალი
კოლეჯი "ჰორიზონტი"
ოზურგეთის ლოკაცია
აირჩიე პროფესია, შეიქმენი მომავალი
ჩოხატაურის ლოკაცია
კოლეჯი "ჰორიზონტი"
ჩოხატაურის სასწავლო ფართი
ლანჩხუთის ლოკაცია
კოლეჯი "ჰორიზონტი"
ლანჩხუთის სასწავლო ფართი

კულინარიული კონკურსი კოლეჯ ,,ჰორიზონტში"

28 დეკემბერს, კოლეჯ „ჰორიზონტში“,  საქართველოს შეფთა ასოციაციის ინიციატივით, კულინარიული კონკურსი გაიმართა, რომლის მიზანი იყო კულინარიული განათლების ხარისხის გაძლიერება და 👩‍🍳👨‍🍳 პროფესიული სტუდენტების პრაქტიკული უნარების წარმოჩენა რეგიონულ დონეზე.
 კონკურსში მონაწილეობა მიიღო კოლეჯ „ჰორიზონტის“ პროფესიული სტუდენტებისგან შემდგარმა სამმა გუნდმა, თითოეულ გუნდში სამი მონაწილით. კონკურსანტებმა საკუთარი პროფესიული კომპეტენციები წარმოაჩინეს  რეალურ სამუშაო გარემოში.
 შეფასება განხორციელდა წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით, მათ შორის:
✔️ ტექნიკური შესრულება
✔️ კერძის გემო
✔️ სისუფთავის ნორმების დაცვა
✔️ კრეატიულობა 
 კონკურსის ჟიური დაკომპლექტებული იყო  საერთაშორისო გამოცდილების მქონე პროფესიონალებით, რამაც ღონისძიებას განსაკუთრებული პროფესიული ღირებულება შესძინა.
 ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები — ოზურგეთის მერის მოადგილეები ბ-ნი ბექა ჩხიკვიშვილი და ქ-ნი სოფო რამიშვილი, რომელთა ვიზიტი და აქტიური დაინტერესება წარმოადგენს რეგიონის მხრიდან პროფესიული განათლების მხარდაჭერისა და მისი განვითარების მნიშვნელობის მკაფიო გამოხატულებას.
 ღონისძიების ფარგლებში, სპეციალური სტუმრის სტატუსით მოწვეული იყო ცნობილი ბრენდშეფი და  აჭარული ხაჭაპურის ოსტატი გია აგირბა, რომელმაც ჩაატარა აჭარული ხაჭაპურის მასტერკლასი- მონაწილეებსა და სტუმრებს გაუზიარა მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილება და პრაქტიკული რეკომენდაციები.
 კონკურსის დასრულების შემდეგ ყველა მონაწილეს გადაეცა შესაბამისი სერტიფიკატი, ხოლო  გამარჯვებულ გუნდს — დიპლომები, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს მონაწილეობა მიიღონ კონკურსის დასკვნით ეტაპში.
 საქართველოს შეფთა ასოციაციამ დამატებით გაათამაშა სიმბოლური პრიზი, რაც ორგანიზაციის მხრიდან  ახალგაზრდა პროფესიონალების მხარდაჭერისა და წახალისების ნათელი გამოხატულებაა.
 მადლობას ვუხდით Chefs Association Georgia-ს საინტერესო ინიციატივისთვის, შეფებს ობიექტური შეფასებისა და რეკომენდაციებისთვის, სტუმრებს აქტიური ჩართულობისთვის. გამარჯვებულ გუნდს კიდევ უფრო ბევრ წარმატებასა და წინსვლას ვუსურვებთ კარიერულ გზაზე.
 

გვიპოვეთ რუკაზე

დაგვიკავშირდით

მისამართი:

  • ოზურგეთი, რუსთაველის #8, 577 16 22 88
  • ლანჩხუთი, ჟორდანიას #75, 555 24 75 50
  • ჩოხატაური, სოფ. გორაბერეჟოული 599 10 85 29

E-Mail: info@horizonti.ge