აირჩიე პროფესია, შეიქმენი მომავალი
კოლეჯი "ჰორიზონტი"
ოზურგეთის ლოკაცია
აირჩიე პროფესია, შეიქმენი მომავალი
ჩოხატაურის ლოკაცია
კოლეჯი "ჰორიზონტი"
ჩოხატაურის სასწავლო ფართი
ჩოხატაურის ლოკაცია
კოლეჯი "ჰორიზონტი"
ლანჩხუთის სასწავლო ფართი

კოლეჯი ,,ჰორიზონტის" წარმომადგენლები სასტუმრო „სტამბაში“ ევროკავშირის პროგრამის „Skills4Job” ფარგლებში განხორციელებული პროექტის „უწყვეტი განათლების უკეთესი შესაძლებლობები პარტნიორობის გზით (CBLLL)“ შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრნენ

 
კოლეჯი ,,ჰორიზონტის" წარმომადგენლები სასტუმრო „სტამბაში“ ევროკავშირის პროგრამის „Skills4Job” ფარგლებში განხორციელებული პროექტის „უწყვეტი განათლების უკეთესი შესაძლებლობები პარტნიორობის გზით (CBLLL)“ შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრნენ .
პროექტს გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში პროფესიული უნარების სააგენტოსთან და არაფორმალური განათლების ახალგაზრდულ ცენტრთან „მზიანი სახლი“ ერთად ახორციელებდა.
პროექტი მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში დასაქმების შესაძლებლობების ხელშეწყობას და აღნიშნული მიზნით, პროფესიული განათლების, არაფორმალური განათლებისა და სხვა მხარდამჭერი სერვისების განვითარების მხარდაჭერას.
როექტი კომპლექსურ მიზნებს ისახავდა და 3 წლის განმავლობაში მუშაობდა ისეთი მიმართულებების ხელშეწყობაზე, როგორიცაა:
 საჯარო სკოლებში პროფესიული განათლების განვითარება
 პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ახალგაზრდული და არაფორმალური განათლების სერვისების განვითარება
 პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამეწარმეო ეკოსისტემების განვითარება
 პროფესიულ განათლებაში კარიერის მართვის სპეციფიკური სერვისების განვითარება
 დამატებითი საჭიროებების მქონე და NEET’s ჯგუფებზე ორიენტირებული მექანიზმების განვითარება
 გამაჯანსაღებელი ტურიზმის მიმართულებით ახალი კვალიფიკაციების განვითარება
 სხვადასხვა მიმართულებით პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციური გაძლიერება
 ახალგაზრდებში საკვანძო კომპეტენციების განვითარება
 პროფესიული განათლების მასწავლებელთა ინსტიტუციური გაძლიერება
პროექტის შემაჯამებელ სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ „ევროკავშირი საქართველოსთვის“, გაეროს განვითარების პროგრამის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, პროფესიული უნარების სააგენტოს წარმომადგენლები, პროექტის ფარგლებში ჩართული და სხვა დაინტერესებული მხარეები, სფეროს ექსპერტები და პროექტის ბენეფიციარები.