ფირუზ მარკოიძე, ელექტროობის პროგრამის კურსდამთვარებული ევროპის ჩემპიონია!

firuz
კიდევ ერთი გამარჯვება– კოლეჯი ,,ჰორიზონტის" კურსდამთავრებული, ფირუზ მარკოიძე ევროპის ჩემპიონია 
 ფურიზ მარკოიძე – კოლეჯ „ჰორიზონტის“ კურსდამთავრებული და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებული მკლავჭიდის სექციის პარასპორტსმენი – ევროპის ჩემპიონია! 🌍🥇
 5 ივნისს, რუმინეთში მიმდინარე მკლავჭიდის ევროპის ჩემპიონატზე , ფურიზმა 60 კგ წონით კატეგორიაში  ორ ასაკობრივ ჯგუფში – 23 წლამდელთა და დიდებში – იასპარეზა და მარცხენა მკლავში 2 ოქროს მედალი მოიპოვა! 
 ვამაყობთ შენით, ფირუზ! შენი გამარჯვება 👉 ჩვენი გამარჯვებაა!
შენ ხარ მაგალითი დაუღალავი შრომის, გამბედაობისა და პროფესიონალიზმის! 

ჟუბიეს ერთი დღე-დოკუმენტირი ფილმის ჩვენება

jubjubie
დღეს, 21 მარტს — დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ცნობიერების ამაღლების მიზნით, ინკლუზიური განათლების სპეციალისტის ინიციატივით ,,ჰორიზონტი” განსაკუთრებულ სტუმარს- ირაკლი დოლიძეს მასპინძლობდა, რომელიც მოკლემეტრაჟიან ქართულ ფილმში ,,ჟუბიეს ერთი დღე“მთავარ როლს ასრულებს.
 შეგახსენებთ, რომ , ,,ჟუბიეს ერთი დღე” მონაწილეობდა მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალში ,,დიოგენე“, სადაც ოთხ დიპლომირებულ ფილმს შორის აღმოჩნდა.
 ჩვენ ერთად ვუყურეთ ამ საინტერესო და ემოციურ ფილმს, რის შემდეგაც გაიმართა დისკუსია ინკლუზიის, საზოგადოებასთან ინტეგრაციისა და თითოეული ადამიანის უნიკალურობის შესახებ.
 ღონისძიების დასასრულს ირაკლი სიმბოლურად დავაჯილდოვეთ მადლობის სიგელით , საჩუქრებით და კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ განსხვავებულობა ჩვენი საზოგადოების სიმდიდრეა.

ინკლუზიური განათლება

განათლების სისტემის ინკლუზიურობა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთ  პრიორიტეტს წარმოადგენს. ამჟამად, მთლიანი განათლების სისტემა მზადაა განავითაროს და დაამკვიდროს საგანმანათლებლო გარემო, რომელიც განსხვავებული საჭიროებებისა და შესაძლებლობების მქონე პირებს, სწავლის, განვითარებისა და წარმატების მიღწევის  თანაბარ პირობებს შეუქმნის. ამასთანავე, ინკლუზიური განათლების განვითარებით, საქართველოს მთავრობა იმ ვალდებულების რეალიზებას ახდენს, რომელიც 2014 წელს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის (გაერთიანებული ერები, 2008) რატიფიცირების შედეგად აიღო. 

ინკლუზიური განათლების პრინციპების დანერგვა, პროფესიული განათლებისსაფეხურზე,  კოლეჯ ,,ჰორიზონტში" 2016  წლიდან დაიწყო. მას შემდეგ, არაერთი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო და პრაქტიკული ცვლილება განხორციელდა, რის შედეგადაც, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისთვის დაინერგა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის ალტერნატიული პროცედურა, ინდივიდუალურად მორგებული სასწავლო მიდგომები და სპეციალური სერვისები. ამასთანავე,  პროფესიული განათლების სისტემაში ხორციელდება  ისეთი მხარდამჭერი ინიციატივები, რომლებიც ხარისხიან პროფესიულ განათლებას, მეტად ხელმისაწვდომს გახდის სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფებისთვის. 

მრავალფეროვანი საჭიროებისა და შესაძლებლობის მქონე პირებისთვის პროფესიული განათლების სისტემის ხელმისაწვდომობას,

მნიშვნელოვან საკანონმდებლო საფუძველს უქმნის საქართველოს კანონი პროფესიული განათლების შესახებ, რომლის თანახმადაც, ინკლუზიური განათლება განმარტებულია როგორც „თანაბრად ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო პროცესი, რომლის ფარგლებშიც ყველა პროფესიული სტუდენტისა და მსმენელისათვის უზრუნველყოფილია განათლების, ინდივიდუალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შესაძლებლობის გათვალისწინებით მიღება“ (2018 წ.).

გვიპოვეთ რუკაზე

დაგვიკავშირდით

მისამართი:

  • ოზურგეთი, რუსთაველის #8, 577 16 22 88
  • ლანჩხუთი, ჟორდანიას #75, 555 24 75 50
  • ჩოხატაური, სოფ. გორაბერეჟოული 599 10 85 29

E-Mail: info@horizonti.ge