აირჩიე პროფესია, შეიქმენი მომავალი
კოლეჯი "ჰორიზონტი"
აირჩიე პროფესია, შეიქმენი მომავალი
ჩოხატაურის ლოკაცია
კოლეჯი "ჰორიზონტი"
ჩოხატაურის სასწავლო ფართი
ჩოხატაურის ლოკაცია
კოლეჯი "ჰორიზონტი"
ლანჩხუთის სასწავლო ფართი

საინტერესო პროექტის საინტერესო დასასრული

bolo    შემეცნებითი ლაშქრობით დასრულდა ექსტრაკურიკულური აქტივობების  ფარგლებში მოქმედი ახალგაზრდული პროექტი კოლეჯ ,,ჰორიზონტში’’ 
  ,,ჰეკადემიელებმა’’ სოფელ ლიხაურში შესანიშნავი დღე გაატარეს, ილაშქრეს და  მოინახულეს ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის მიზეუმი, ღვთისმშობლის ტაძარი ,თამარის ციხე და აჭის წმ.გიორგის ეკლესია. აღსანიშნავია ის, რომ ახალგაზრდებმა წინასწარ მოამზადეს პრეზენტაციები აღნიშნულ ლოკაციებზე და გიდობა გაუწიეს ერთმანეთს.

ჩემპიონატი მაგიდის ჩოგბურთში

magid  კოლეჯი ,,ჰორიზონტის” პროფესიული სტუდენტებისა და ადმინისტრაციის     ორგანიზებით, ოზურგეთში, ლანჩხუთსა და ჩოხატაურში, მაგიდის ჩოგბურთში   ტურნირი ჩატარდა  .ტურნირში მონაწილოებას კოლეჯის ლოკაციებზე არსებული   პროფესიული პროგრამების სტუდენტები იღებდნენ.

სოფოს ჩვენი დახმარება სჭირდება!

ახალგაზრდა გოგონას, სოფო ჩხაიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება.
"როგორი შეგრძნება მაქვს იცით?
ვცდილობ რომ გავექცე იმ რეალობას რა რეალობაშიც შენმა მდგომარეობამ ჩაგვაგდო ყველა…
სიცოცხლით სავსე ადამიანია ჩვენი სოფო🥹
მეგობრებო უბრალოდ წარმოუდგენელი რეალობის წინაშე ვართ, ასე უცებ არ ვიცი საიდან რა ფინანსები უნდა ვიპოვოთ რომ შევძლოთ მისი გადარჩენა და მინდა გთხოვოთ დახმარება, ჩემ მეგობრებს, თქვენ მეგობრებს რომ დაგვეხმაროთ და გადვარჩინოთ მისი სიცოცხლე!
სოფოს დიაგნოზია სეფსისი, ასე უცებ სრულიად ჯანმრთელი გოგო, თავისი ფეხით მივიდა კლინიკაში თავის ძლიერი ტკივილით და მესამე დღეა კომაშია😭
ერთადერთი რაც მინდა გთხოვოთ არის ის რომ დაგვეხმაროთ თუნდაც ერთი ლარით, სოფო სასწრაფოდ გადაყვანილი იქნა თურქეთში სადაც მას სჭირდება ძალიან ძვირიანი ოპერაცია!
ერთი წამიც კი ძალიან მნიშვნელოვანია მეგობრებო ჩვენთვის…
სოფოს მამის პირად ნომერს დავწერ
საქართველოს ბანკი: პირადი ნომერი: #33001000165
ანგარიშის ნომერი: GE52BG0000000515958200
მიმღები ილია ჩხაიძე " - წერს ოჯახის ახლობელი.

კონკურსი საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობსი მსურველთათვის

 konf
 კოლეჯი ,,ჰორიზონტის” პროფესიული განათლების მასწავლებელთა საყურადღებოდ!!!

 განათლების, მეცნიერებისადა ახალგაზრდობის სამინისტროსა და პროფესიული უნარების სააგენტოს   ინიციატივით გამოცხადდა კონკურსი საერთაშორისო სასწავლო ვიზიტში მონაწილეობისთვის,   პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საჯაროდაწესებულებების   დარგობრივი მასწავლებლებისთვის, რომლებიც ასწავლიან შემდეგ სფეროებში: სოფლის

 მეურნეობა; მშენებლობა; ინჟინერია; სტუმარმასპინძლობა.