აირჩიე პროფესია, შეიქმენი მომავალი
კოლეჯი "ჰორიზონტი"
აირჩიე პროფესია, შეიქმენი მომავალი
ჩოხატაურის ლოკაცია
კოლეჯი "ჰორიზონტი"
ჩოხატაურის სასწავლო ფართი
ჩოხატაურის ლოკაცია
კოლეჯი "ჰორიზონტი"
ლანჩხუთის სასწავლო ფართი

კოლეჯ ,,ჰორიზონტში" ახალგაზრდული კლუბის წევრებმა ღონისძიება მოაწყვეს

 
კოლეჯ ,,ჰორიზონტში” ახალგაზრდული კლუბის ,,ჰეკადემიის” წევრებმა სახალწლო ღონისძიება მოაწყვეს. პროფესიულმა სტუდენტებმა განვლილი 2023 წელი შეაჯამეს და ახალი წლისთვის თავიანთი სურვილები გაუზიარეს ერთმანეთს. ღონისძიებაზე ,,ჰეკადემიელებმა” სტუმრებს მუსიკალური, საგანმანათლებლო და სხვადასხვა სახის სახალისო ნომრები შესთავაზეს. 
შეხვედრა კოლეჯი ,,ჰორიზონტის” დირექტორმა, ქალბატონმა ნანა ჯოლიამ შეაჯამა, პროფესიულ სტუდენტებს ახალი წელი და სასწავლო პროცესის განახლება მიულოცა.

გილოცავთ შობას!

 
კოლეჯი ,,ჰორიზონტი” შობის დღესასწაულს ულოცავს ყველას, ვინც მას 7 იანვარს აღნიშნავს.
ქრისტიანულ სამყაროში იესო ქრისტეს შობა განსაკუთრებული დღესასწაულია - ეს დღე არის მშვიდობის, სიკეთის, სიყვარულის, გაერთიანებისა და უკეთესი მომავლის იმედის სიმბოლო.
კიდევ ერთხელ გილოცავთ, ჯანმრთელობას, ულევ სიხარულსა და სიკეთით სავსე ცხოვრებას გისურვებთ! 

წარმატებული 2023 წლის მოკლე შეჯამება

 
2023 წელიკოლეჯი ,,ჰორიზონტისთვის“ საკმაოდ ნაყოფიერი და წარმატებული წელი აღმოჩნდა. ჩვევნი გუნდი- პროფესიული სტუდენტები, პროფესიული განათლების მასწავლებლები, ადმინისტრაციის წევრები, დაუღალავად შრომობდნენ, როგორც აკადემიური შედეგების გაუმჯობესებისთვის ისე, არაფორმალური განათლების დანერგვისა და ადგილობრივი თემის უფრო მეტად გაძლიერებისთვის.
2023 წელს, ლანჩხუთში, გაიხსნა კოლეჯის ახალი ლოკაცია, რითაც გურიის რეგიონი მთლიანად დავფარეთ. ვამაყობთ, რომ ,,ჰორიზონტი“ ერთადერთი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში ოზურგეთში, ჩოხატაურსა და ლანჩხუთში წარმატებით ფუნქციონირებს.

კოლეჯი ,,ჰორიზონტი" გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!