აირჩიე პროფესია, შეიქმენი მომავალი
კოლეჯი "ჰორიზონტი"
აირჩიე პროფესია, შეიქმენი მომავალი
ჩოხატაურის ლოკაცია
კოლეჯი "ჰორიზონტი"
ჩოხატაურის სასწავლო ფართი
ჩოხატაურის ლოკაცია
კოლეჯი "ჰორიზონტი"
ლანჩხუთის სასწავლო ფართი

კოლეჯი ,,ჰორიზონტის" პროფესიული განათლების მასწავლებელი კონკურსის ,,ფინანსური განათლება სკოლაში" ფინალისტია

კოლეჯი ,,ჰორიზონტის” პროფესიული განათლების მასწავლებელი, მზია შევარდნაძე, რომელიც ინტეგრირებულ პროგრამებზე ქართული ენის მოდულს (კომუნიკაცია ქართულ ენაზე) ასწავლის #კონკურსის ,,ფინანსური განათლება სკოლაში” ფინალისტია 

კონკურსის პირველ ეტაპზე საერთო ჯამში 65 ნამუშევარი შევიდა, ამ ნამუშევრებიდან კი კონკურსის პირობების თანახმად 20 ფინალისტი გამოვლინდა 🥳 მათ შორის ქალბატონი მზია შევარდნაძეცაა

ვულოცავთ მას ამ წარმატებას და ვუსურვებთ წარმატებულ ფინალს 🥰🫶მზია შევარდნაძე

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გუბერნიაში ახალგაზრდული ბიზნეს-კლუბის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.

 
უნარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, ა(ა)იპ კოლეჯ „ჰორიზონტისა“ და ა(ა)იპ „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ პარტნიორობით, გურიის რეგიონში პროექტი ,,ახალგაზრდული ბიზნეს კლუბის გაძლიერება” გრძელდება.

კოლეჯი ,,ჰორიზონტის" ჩოხატარურის ლოკაციაზე პროექტის ,,ახალგაზრდული ბიზნეს-კლუბის გაძლიერება" ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგების პრეზენტაცია მოეწყო

  
 
ვაგრძელებთ ახალგაზრდული ბიზნეს-კლუბის ფარგლებში ჩატარებული ფოკუს-ჯგუფის შედეგების პრეზენტაციას თემაზე: რა გამოწვევებს აწყდებიან ქალები ბიზნეს საქმიანობის წამოწყებისას.
ამჯერად, შეხვედრა კოლეჯი ,,ჰორიზონტის” ჩოხატაურის ლოკაციაზე გაიმართა, რომელსაც პროფესიული სტუდენტები, კლუბის წევრები და ჩოხატაურის მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტი ,,ახალგაზრდული ბიზნეს-კლუბის გაძლერება" გრძელდება

 
 
გრძელდება კოლეჯი ,,ჰორიზონტისა” და დამსაქმებელთა ასოციაციის ერთობლივი პროექტი ,,ახალგაზრდული ბიზნეს-კლუბის გაძლიერება”.
დღეს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიაში, პროექტის ფარგლებში ჩატარებული ფოკუს-ჯგუფის შედეგების პრეზენტაცია შედგა.
ფოკუს ჯგუფის საკვლევი თემა გახლდათ გამოწვევბი, რომლებსაც აწყდებიან ქალები ბიზნეს საქმიანობის წამოწყებისას .