აირჩიე პროფესია, შეიქმენი მომავალი
კოლეჯი "ჰორიზონტი"
აირჩიე პროფესია, შეიქმენი მომავალი
ჩოხატაურის ლოკაცია
კოლეჯი "ჰორიზონტი"
ჩოხატაურის სასწავლო ფართი
ჩოხატაურის ლოკაცია
კოლეჯი "ჰორიზონტი"
ლანჩხუთის სასწავლო ფართი

ჯანსაღი კვება-ჯანსაღი სიცოცხლის საწინდარია

 
კოლეჯ ,,ჰორიზონტს” ოზურგეთის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები , პედაგოგები და მათი მშობლები ესტუმრნენ. ვიზიტის მიზანი მოსწავლეებში/ახალგაზრდებში ჯანსაღი კვების პოპულარიზაცია და ამ მხრივ კოლეჯი ,,ჰორიზონტის” გამოცდილების გაზიარება გახლდათ.
ჯანსაღი კვების ჩვევების გამომუშავებაზე მოსწავლეებმა ,,ჰორიზონტის” პროფესიული პროგრამა ,,კულინარიის ხელოვნების” ხელმძღვანელთან და პროფესიულ სტუდენტებთან ერთად იმუშავეს.

პროექტის ,,ახალგაზრდული ბიზნეს-კლუბის გაძლიერების" ფარგლებში მორიგი სემინარი ჩატარდა

პროექტის ,,ახალგაზრდული ბიზნეს კლუბის გაძლიერება"ფარგლებში მორიგი შეხვადრა ჩატარდა. სემინარის თემა ამ ჯერად დისკრიმინაცია და მასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა იყო.

შეგახსენებთ, რომ ,,ახალგაზრდული ბიზნეს-კლუბის გაძლიერება" კოლეჯი ,,ჰორიზონტისა და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ერთობლივი პროექტია", რომელიც პროფესიული უნარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

პროექტის მთავრ მიზანს წარმოადგენს 2022 წელს განხორციელებული ექსტრაკურიკულური პროექტის ფარგლებში კოლეჯში ჩამოყალიბებული „ახალგაზრდული ბიზნეს კლუბისმაძლიერება“-კოლეჯის სტუდენტებისა და თემის წევრებისთვის ახალი შესაძლებლობებისშეთავაზება. ამავდროულად პროექტი თავისი არსით მიმართულია საჯარო-კერძო პარტნიორობის განვითარებასა და ახლგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის გაზრდაზე, რაც თავის მხრივ დადებითად აისახება ზოგადად რეგიონის განვითარებაზე.

 

 

კოლეჯი ,,ჰორიზონტის" გორაბერეჟოულის ლოკაციაზე ორგანულ მეღვინეობა -მევენახეობაზე ტრენინგი ჩატარდება

 

რა არის ორგანული მეღვინეობა-მევენახეობა ?
 რით იქნება სასარგებლო გარემოსთვის ზოგადად, ორგანული მეურნეობის განვითარება?
 როგორი ვითარებაა დღეს სოფლის მეურნეობაში ამ მიმართულებით?

 ამ შეკითხვებს დღეს პროექტის ,,ახალგაზრდული ბიზნეს კლუბის გაძლიერება" ფარგლებში გამართულ ტრენინგზე დარგის ექსპერტი ბატონი გიორგი ბარისაშვილი გასცემს ამომწურავ პასუხებს.

ონლაინ სემინარი HACCAP სტანდარტის შესახებ

 
 რას ნიშნავს #HACCAP სტანდარტი?
როგორ მიმდინარეობს #HACCAP-ის სტანდარტის დანერგვა საქართველოში?
რას კავშირშია უსაფრთხო კვება HACCAP-ის სტანდარტთან?