აირჩიე პროფესია, შეიქმენი მომავალი
კოლეჯი "ჰორიზონტი"
აირჩიე პროფესია, შეიქმენი მომავალი
ჩოხატაურის ლოკაცია
კოლეჯი "ჰორიზონტი"
ჩოხატაურის სასწავლო ფართი
ჩოხატაურის ლოკაცია
კოლეჯი "ჰორიზონტი"
ლანჩხუთის სასწავლო ფართი

2 და 3 ნოემბერს პროექტის ,,ახალგაზრდული ბიზნეს კლუბის გაძლიერება " ფარგლებში პირველი ონლაინ სემინარი ორგანული სოფლის მეურნეობა და ტრანზაციის ეტაპები ჩატარდება

 

ახალგაზრდული ბიზნეს კლუბის პროექტის ფარგლებში, რომელიც ა(ა)იპ კოლეჯმა „ჰორიზონტმა“, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასთან მჭიდრო თანამშრომლობით გურიის რეგიონში დაიწყო, პირველი ონლაინ სემინარი ჩატარდება. პროექტის მთავრ მიზანს წარმოადგენს 2022 წელს განხორციელებული ექსტრაკურიკულური პროექტის ფარგლებში კოლეჯში ჩამოყალიბებული „ახალგაზრდული ბიზნეს კლუბის მაძლიერება“-კოლეჯის სტუდენტებისა და თემის წევრებისთვის ახალი შესაძლებლობების შეთავაზება. ამავდროულად პროექტი თავისი არსით მიმართულია საჯარო-კერძო პარტნიორობის განვითარებასა და ახლგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის გაზრდაზე, რაც თავის მხრივ დადებითად აისახება ზოგადად რეგიონის განვითარებაზე.

პროექტი ,,ახალგაზრდული ბიზნეს კლუბის გაძლიერება" გრძელდება

ა(ა)იპ კოლეჯმა „ჰორიზონტმა, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასთან მჭიდრო თანამშრომლობით გურიის რეგიონში დაიწყო პროექტის ახალგაზრდულიბიზნეს-კლუბისგაძლიერებაგანხორციელება. მთავარი იდეა ემსახურებაპროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაშიმრავალფეროვანი ექსტრაკურიკულური აქტივობების დანერგვასრომელიც ხელმისაწვდომი იქნება,როგორცკოლეჯის სტუდენტებსევე თემში მცხოვრებ სხვადაინტერესებულ ადამიანებისთვის

პროექტი დაფინანსებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ა(ა)იპ უნარების სააგენტოს მიერ.

პროექტის მთავრ მიზანს წარმოადგენს 2022 წელს განხორციელებული ექსტრაკურიკულური პროექტის ფარგლებში კოლეჯში ჩამოყალიბებული „ახალგაზრდული ბიზნეს კლუბის მაძლიერება“-კოლეჯის სტუდენტებისა და თემის წევრებისთვის ახალი შესაძლებლობების შეთავაზებაამავდროულად პროექტი თავისი არსით მიმართულია საჯარო-კერძო პარტნიორობის განვითარებასა და ახლგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის გაზრდაზე, რაც თავის მხრივ დადებითად აისახება ზოგადად რეგიონის განვითარებაზე.

ფინანსური წიგნიერების კურსი კოლეჯი ,,ჰორიზონტის" ლანჩხუთის ლოკაციაზე წარმატებით დასრულდა

🎯ფინანსური წიგნიერების კურსი კოლეჯი ,,ჰორიზონტის" ლანჩხუთის ლოკაციაზე წარმატებით დასრულდა 💥💫
🟣კურსი მიზნად ისახავს სტუდენტებსა და თემში მცხოვრებ ახალგაზრდებს ხელი შეეწყოთ ყოველდღიური ცხოვრებისთვის საჭირო ფინანსური ცოდნის მიღებასა და უნარების განვითარებაში, რაც მათ საკუთარი ფინანსების მართვასა და ყოველდღიური ცხოვრების გამარტივებაში დაეხმარებათ.
🟣კურსის პილოტირება კოლეჯი ,,ჰორიოზნტის" ლანჩხუთის ლოკაციაზე განხორციელდა. პილოტირების შედეგების შეჯამებისა და გათვალისწინების შემდეგ კი უნარების სააგენტო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად დაიწყებს კურსის დანერგვას სხვა სასწავლებლებშიც.
🚀💥აღნიშნული აქტივობა უნარების სააგენტომ დონორი ორგანიზაციების "ევროკავშირი საქართველოსთვის" და "გაეროს განვითარების პროგრამის" მხარდაჭერით პროექტის „უწყვეტი განათლების უკეთესი შესაძლებლობები პარტნიორობის გზით (CBLLL)“ ფარგლებში განახორციელა.

კოლეჯი ,,ჰორიზონტის" პროფესიული განათლების მასწავლებლები პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ ჩატარებულ ტრენინგს ესწრებოდნენ

✅🚀🤩პროფესიული უნარების სააგენტოსა და IFES-ის (საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდი) თანამშრომლობით სამოქალაქო განათლების მასწავლებელთა ტრენერთა ტრენინგი, ამჯერად, ბათუმში ჩატარდა თემაზე: „სამოქალაქო განათლების თანამედროვე სწავლების მეთოდები“, რომლის მიზანი იყო მასწავლებლების ციფრული კომპეტენციების გაძლიერება ინტერაქციული სწავლების მეთოდების გამოყენებით.
🔷ტრენინგის შემდგომ მონაწილეები ონლაინ ფორმატში განაგრძობენ შეძენილი ცოდნის რეპლიკაციას სამოქალაქო განათლების მასწავლებლების დარგობრივი ქსელის სხვა წევრებთან.
🔶შეგახსენებთ, რომ 2022 წლიდან დღემდე აქტიურად მიმდინარეობს ქოუჩინგისა და ფასილიტაციის გზით პროფესიულ მასწავლებელთა მხარდაჭერა.
📌აღნიშნული პრაქტიკის განვითარების მიზნით პროფესიული უნარების სააგენტოსა და IFES (საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდი) - თან თანამშრომლობით ინიცირდა სამოქალაქო განათლების მოდულის მასწავლებელთა დარგობრივი ქსელი, რომლის მიზანია სწავლა-სწავლების მხარდაჭერა და მასწავლებელთა ურთიერთთანამშრომლობის განვითარება.