აირჩიე პროფესია, შეიქმენი მომავალი
კოლეჯი "ჰორიზონტი"
აირჩიე პროფესია, შეიქმენი მომავალი
ჩოხატაურის ლოკაცია
კოლეჯი "ჰორიზონტი"
ჩოხატაურის სასწავლო ფართი
ჩოხატაურის ლოკაცია
კოლეჯი "ჰორიზონტი"
ლანჩხუთის სასწავლო ფართი

ახალი საორიენტაციო სერვისის პილოტირება სსსმ და შშმ პირთა ორიენტაციის საკითხებში

 

კოლეჯი ,,ჰორიზონტი" მონაწილეობს პროფესიული უნარების საააგენტოს მიერ შექმნილ საორიენტაციო სერვისის პილოტორებაში. საორიენტაციო სერვისის მიზანს სსსმ და შშმ პირთა პროფესიული ორიენტაცია წარმოადგენს. სერვისში ჩასართავად, გთხოვთ, დაგვიკავშირდით ნომერებზე 555538358 ,  577180712 ან მობრძანით კოლეჯ ,,ჰორიოზნტში" მისამართზე-რუსთაველის N8, ოზურგეთი.

კოლეჯი ,,ჰორიზონტის" პროფესიული განათლების მასწავლებელმა, ომარ ჩავლეშვილმა, ,,საქართველოს ენერგეტიკოსის" ჯილდო მიიღო

კოლეჯი ,,ჰორიზონტის"პროფესიული განათლების მასწავლებელი, ბატონი ომარ ჩავლეშვილი(პროფესიული პროგრამა ,,ელექტროობა"), საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დაწესებული ჯილდოს
,, საქართველოს ენერგეტიკოსი" მფლობელი გახდა💥💫👏
 
აღნიშნული ჯილდო ენერგეტიკის დარგში მომუშავე დამსახურებულ თანამშრომლებს მათ პროფესიულ დღეს , 10 სექტემბერს, საზეიმო ვითარებაში გადაეცათ🎇🎆
კიდევ ერთხელ ვულოცავთ ბატონ ომარს და მრავალ წარმატბას ვუსურვებთ მას!
 

შეხვედრა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან

 
კოლეჯ ,,ჰორიზონტში" მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის(IOM) ინიციატივით ბულგარეთში შრომით მობილობაზე საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა.
✅ როგორც იცით, საქართველოს დადებული აქვს სხვადასხვა შინაარსის შეთანხმება რიგ ქვეყნებთან შრომითი მობილობის სფეროში, მათ შორის ბულგარეთთან.
შეთანხმებაში არ არის შეზღუდული თანამშრომლობისა და დასაქმების სფეროები, თუმცა ბულგარეთში სტუმარ - მასპინძლობის სექტორის განვითარების გათვალისწინებით, სამომავლოდ ამ შესაძლებლობის გამოყენება შეიძლება საინტერესო იყოს კოლეჯი ,,ჰორიზონტის" სასტუმრო მომსახურების, სარესტორნო მომსახურების, კულინარიის პროფესიული პროგრამების სტუდენტების და კურსდამთავრებულებისთვის, სეზონურ სამუშაოებზე კვალიფიკაციის ასამაღლებლად და გამოცდილების მისაღებად.

    2023 წლის საშემოდგომო მიღებაზე დარეგისტრირებულ აპლიკანტთა გასაუბრების თარიღები

    გიზიარებთ 2023 წლის საშემოდგომო მიღებაზე დარეგისტრირებულ აპლიკანტთა გასაუბრების გრაფიკს