აირჩიე პროფესია, შეიქმენი მომავალი
კოლეჯი "ჰორიზონტი"
აირჩიე პროფესია, შეიქმენი მომავალი
ჩოხატაურის ლოკაცია
კოლეჯი "ჰორიზონტი"
ჩოხატაურის სასწავლო ფართი
ჩოხატაურის ლოკაცია
კოლეჯი "ჰორიზონტი"
ლანჩხუთის სასწავლო ფართი

სიყვარულის დღე კოლეჯ ,,ჰორიზონტში"

15 აპრილს, კოლეჯ ,,ჰორიზონტში" პროფესიული განათლების განვითარების სამსახურის ბაზაზე ახალგაზრდული მუშაკის სასერტიფიკატო პროგრამის ფარგლებში კლუბმა ,,ახალი ჰორიზონტი" სიყვარულის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. სტუდენტებმა წარმოადგინეს სხვადასხვა გასართობი და ინტელექტუალური აქტივობები, იუმორისტული სკეტჩები, თამაშები, ვიქტორინები, კარაოკე და ა.შ. ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს კოლეჯის ადმინისტრაციამ და პედაგოგებმა, გათამაშდა უამრავი პრიზი. შეკრება ჩატარდა ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომანდაციებს სრული დაცვით.

 

 

14 აპრილი დედაენის დღეა

1978 წლის 14 აპრილს, საქართველოს მოსახლეობა წინ აღუდგა ქართული ენისათვის სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევის განზრახვას საბჭოთა კავშირის მხრიდან. მოსახლეობის მასობრივმა მშვიდობიანმა საპროტესტო დემონსტრაციამ შეგვინარჩუნა ჩვენ სახელმწიფო ენა, რაც მართლაც უდიდესი, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მოვლენაა.
 

კოლეჯი ,,ჰორიზონტი" გამწვანების კვირეულში ჩაერთო!

კოლეჯი ,,ჰორიზონტი" გამწვანების კვირეულში ჩაერთო!
დღეს, სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში, გიორგი სახოკიამ, გამწვანების კვირეულის ფარგლებში,
კოლეჯი ,,ჰორიზონტის" გორაბერეჟოულის სასწავლო კორპუსს, ეზოს მოწყობისთვის, ნერგები გადასცა და გამწვანების აქტივობაში თავადაც მიიღო მონაწილეობა. გარემოსდაცვით საქმიანობაში აქტიურად ჩაერთვნენ კოლეჯის დირექტორი და ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
 

22 მარტს წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება

გურიის რეგიონში, წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მდინარეების ნაპირებზე, მუნიციპალიტეტების შემოსასვლელებში, ხევებში, სოფლის ცენტრებსა და სკოლების მიმდებარე ტერიტორიებზე დასუფთავების მასშტაბური აქცია მოეწყო.აღნიშნულ აქციას კოლეჯი ,,პრიზონტიც" შეუერთდა. სტუდენტებმა, პედაგოგებსა და ადმინისტრაციულ პერსონალთან ერთად გაასუფთავეს კოლეჯის მიმდებარე ტერიტორია.
22 მარტს წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით აღინიშნება.